ოკეანე ყოველთვის ხიბლავდა და იზიდავდა ხალხს. ეს უზარმაზარი, სიცოცხლით სავსე სამყარო მრავალი საიდუმლოებით არის მოცული. ამიტომ ექსპერტთა ჯგუფი აპირებს შეისწავლოს მსოფლიოს ხუთი ოკეანის ღრმა წერტილები. ინვესტორი და მკვლევარი ვიქტორ ვესკოვო ჩაეშვება ღრმაწლის აპარატით დიდ სიღრმეში, რათა ისტორიაში პირველად შექმნას ოკეანის ფსკერის სრული რუკა. პროგრამა დეტალურად გამოკვეთს ექსპედიციის მიმდინარეობას და აჩვენებს საოცარ წყალქვეშა ლანდშაფტებს. თავიანთი ისტორიული მოგზაურობის დროს, ჩვენი გმირები ეწვევიან პუერტო-რიკოს სანგარს ატლანტის ოკეანეში, სუნდას თხრილს ინდოეთის ოკეანეში, მოლოის უფსკრულს ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანესა და პლანეტის სხვა ღრმა წერტილებში საიდუმლოებით მოცული ოკეანეების შესახებ ახალი ცოდნის მისაღებად.