რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული კრიმინალური დრამა, რიო-დე-ჟანეიროში მცხოვრები მამის, ვიქტორ დანტასის და მისი ნარკომანი ვაჟის პედროს შესახებ, რომელიც ეს უკანასკნელი კრიმინალური დაჯგუფების “პედრო დომი”-ს ლიდერი გახდება, რომლის ბანდა 2000-იანი წლების დასაწყისში რიოს ტაბლოიდებში დომინირებდა. მეორეს მხრივ, ვიქტორი კანონმორჩილი მოქალაქე და პოლიციის დაზვერვის თანამშრომელია. სერიალი, რადიკალურად განსხვავებული ცხოვრებით მცხოვრები მამა-შვილის მოგზაურობას ასახავს, რომლებიც ხშირად ავსებენ ერთმანეთს იმ დროს, როცა ორივე ისეთ სიტუაციებს აწყდება, რომლებიც სიკეთესა და ბოროტებას შორის საზღვრებს შლის…