2017 წლის კომედიური ექშენ-ბოევიკის “მკვლელის მცველი“ გაგრძელება პროფესიონალი პირადი მცველის, მაიკლ ბრაისის (რაიან რეინოლდსი) შესახებ, რომელიც სპეციალური ოპერაციის შესასრულებლად სამხრეთ იტალიაში მდებარე ამალფის სანაპიროზე მიემგზავრება. ბრაისის ამოცანაა – კიბერშეტევის თავიდან არიდება, რამაც შეიძლება ევროკავშირის დაშლა გამოიწვიოს, და ამაში მას მისი ძველი მეგობრები – ყოფილი დაქირავებული მკვლელი, დარიუს კინკეიდი (სემიუელ ლეროი ჯექსონი) და მისი ცოლი სონია (სალმა ჰაიეკი) დაეხმარებიან…