სამი ადამიანისგან შემდგარი ეკიპაჯი მარსისკენ მიემართება. აფრენიდან მალევე ბორტზე მოულოდნელად უბილეთო მგზავრს აღმოაჩენენ, მაგრამ ხომალდის შეზღუდული რესურსების გამო მისიის შეჩერება და დედამიწაზე დაბრუნება შეუძლებელი ხდება. როდესაც უმრავლესობა უკვე მზად არის უბილეთი მგზავრის მოსაშორებლად, ეკიპაჟის ექიმი ხდება ერთადერთი, ვინც მათ სასტიკ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.