ფილმი 15 წლის მეამბოხე კოულის დრამატულ ამბავს მოგვითხრობს, რომელსაც დეტროიტის სკოლიდან გაგდების შემდეგ, დედა ჩრდილოეთ ფილადელფიაში მცხოვრებ მის გაუცხოებულ მამასთან, ჰარპთან წაიყვანს საცხოვრებლად. იქ ის შავკანიანი კოვბოების ქალაქურ სუბკულტურას აღმოაჩენს, რომელიც უკვე 100 წელზე მეტია არსებობს, რაც სიღარიბისა და ძალადობის მიუხედავად, რეგიონის უსაფრთხო თავშესაფარს წარმოადგენს, და ამ საზოგადეობაში ადამიანებს მხარდაჭერასა და სტაბილურობას აძლევს, მაგრამ ქალაქს კლუბის დახურვა სურს. თანდათანობით, ახალგაზრდა გმირი კოვბოების საზოგადოებას უახლოვდება, თუმცა კოული მალე ნარკიტიკების გარიგებაში მონაწილე, მის ბავშვობის საუკეთესო მეგობარს სმაშეს უკავშირდება.