ფილმი მრავალმილიარდიანი თაღლითობის შესახებ, რომელშიც სხეულებით მოვაჭრეებად ქცეული ყოფილი ნარკომანები და ნარკორეალიზატორები სხვა ნარკომანებს სამკურნალოდ თავიანთ იატაკქვეშა ორგანიზაციაში იტყუებდნენ, ხოლო შემდეგ მათ, როგორც პაცინტებს სხვადასხვა დაწესებულებებში მაღალ ფასებში ჰყიდნენ. იუტა და ოპალი – ოჰაიოს ქუჩებში მცხოვრები ახალგაზრდა ნარკომანი წყვილია. ერთხელ ისინი შემთხვევით იდუმალ მამაკაცს ვუდის გაიცნობენ, რომელიც მათ ცხოვრების სამუდამოდ შეცვლას სთავაზობს და გმირები ლოს-ანჯელესში მიჰყავს, რათა მკურნალობის კურსი გაიარონ და ნარკომანიის შედეგებისგან განთავისუფლდნენ. მალე იუტა და ოპალი გაიგებენ, რომ რეაბილიტაციის მიზანი – არა ხალხის დახმარება, არამედ მრავალმილიარდიანი მტაცებლური ბიზნესის საფარია, სადაც ნარკომანებს სხვა ნარკომანების მისაზიდად იყენებენ. ვუდი და მისი პარტნიორი ვინი იუტას თავიანთი ფრთის ქვეშ მოაქცევენ, და მას მდიდრულ ცხოვრებას აცნობენ. შედეგად, ის რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდება: გახდეს “სხეულებით მოვაჭრე” და გამდიდრდეს ან მისი მეგობარი გოგონა გადაარჩინოს.