დაქორწინებული წყვილი ხულიო და ანა უკვე თხუთმეტ წელზე მეტია რაც ერთად არიან. ისინი ისეთ წყვილად იქცნენ, რომლებიც ერთმანეთს აღარ უყურებენ და არც ეხებიან, და რომლებმაც მათი ურთიერთობის არსი ყოველდღიური ბრძოლა გახადეს. მაგრამ ერთ საღამოს ყველაფერი შეიცვლება, როდესაც ანა ზედა სართულზე მცხოვრებ მეზობლებს, მათზე ახალგაზრდა, ლამაზ და მეგობრულ წყვილს, სალვას და ლაურას დაპატიჟებს, რომელთა ღამით ხმაური ხულიოს და ანას ძალიან აღიზიანებს. მოულოდნელად მეზობლები გმირებს უჩვეულო და გასაოცარ წინადადებას სთავაზობენ, რომელიც ოთხივესთვის საღმოს გადაჭარბებულ და კათარზულ ექსპერიმენტად აქცევს…