ის შუახნის კაცია, მას ბერტრანი ჰქვია, თუ შანსი ჩაუვარდა ქალს არ გაუშვებს ისე, რომ არ გააბას ფლირტი. მის საძინებელში უამრავი ქალბატონია ნამყოფი: მანქანების გაქირავების სამსახურის თანამშრომელი, სოლფეჯიოს მასწავლებელი, ბილეთების გამყიდველი, ძიძა, მანეკენი, სხვისი ცოლები... მისი რომანები თავდებოდა ცრემლებით, წყენით, მეგობრობით და სასამართლოს განჩინებითაც.