ანიმაციური ფილმი, რომელიც ახალგაზრდა ტურუს შესახებ მოგვითხრობს – ქათამი, რომელსაც კვერცხის დადება არ შეუძლია. ყველასგან გარიყული ტურუ ფერმაში უცნაურ ქათმად ითვლება, რომლის ადგილი საქათმეში არ არის. საბედნიეროდ მას ყოფილი მომღერალი, მოხუცი ქალი სახელად იზაბელი შეიფარებს. ერთ დღეს გმირების ცხოვრება შეიცველება, როდესაც იზაბელი აღმოაჩენს, რომ ტურუს ადამიანების ესმის, და არა მარტო ეს, მას ასევე ადამიანების ენაზე ლაპარაკი და სიმღერა შეუძლია, უფრო მეტიც, ტურუს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ხმა აღმოაჩნდება. ისინი ახლო მეგობრები ხდებიან. მაგრამ, როდესაც იზაბელი ავარიაში მოხვდება და მეხსიერებას დაკარგავს, ქათამი ტურუ მისი საუკეთესო მეგობრის მოსაძებნად თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაში მიდის დიდ ქალაქში…