მას შემდეგ, რაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გოგონა, სახელად ბეკა სუიციდისკენ მიდრეკილი თავისი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი უფროსი ძმისგან, რიჩისგან პანიკურ შეტყობიენებს მიიღებს, ბეკა ძმის ნახევრად დანგრეულ ბინაში მიდის და მის გვამს აღმოჩენს. მწუხარებით განადგურებულ, გოგონას კიდევ უფრო შეეშინდება, როდესაც მის წინაშე ცოცხალი და შიშველი რიჩი გამოჩნდება და განაცხადებს, რომ საიქიოდან დაბრუნდა. მთავარი გმირი რიჩის კიდევ რამდენიმე გვამს პოულობს – თითო ყოველი წარმატებული თვითმკვლელობის მცდელობიდან. ახლა ისინი ერთად ცდილობენ გაარკვიონ, თუ როგორ და რატომ აგრძელებს ის დაბადებას ყოველი თვითმკვლელობის შემდეგ…