ვალერია ფერო ტურინის პოლიციის მკვლელობის დეპარტამენტის ინსპექტორია. თავის ერთგულ გუნდთან ერთად იგი რთულ და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულებს იძიებს... ყველა საქმეში, ის შეუპოვრობას, უშიშრობას, და ბოლო ჭეშმარიტებამდე ჩაძიებას ითხოვს, რათა ნამდვილი დამნაშავე გამოავლინოს და დაუსჯელი არ დარჩეს ბოროტმოქმედი... თუმცა, ქალს საკუთარი წარსულიც ტანჯავს: 17 წლის წინ, დედამისმა ლუჩიამ, თავისი ქმარი, ველერიას მამა მოკლა. ახლა ლუჩია ციხიდან გამოდის და ვალერიას სურვილი კლავს გაიგოს, თუ რა მოხდა იმ ავადმოსაგონარ დღეს, როცა მის ოჯახში ეს საშინელი ტრაგედია დატრიალდა.