ტროპიკულ კუნძულზე გასამართი მათი საერთო მეგობრის ქორწილში მიწვეული, ყოფილი შეყვარებულები სარა და ჯექსონი კვლავ ერთიანდებიან. ისინი პატარა ერთძრავიან თვითმფრინავში ერთადერთი მგზავრები აღმოჩნდებიან, რომელიც საქორწილო დღესასწაულზე ინდოეთის ოკეანის ვრცელ და ულამაზეს ცისფერ წყლებში მიფრინავს. ეს ტიპიური 99 წუთიანი ფრენა უნდა ყოფილიყო, თუმცა აფრენიდან რამდენიმე წუთში მოულოდნელად მათ პილოტს გულის შეტევა დაემართება და მოკვდება. ახლა სარა და ჯექსონი უნდა გერთიანდნენ, რათა ჰაერში დარჩნენ და მიწაზე ცოცხლები დაბრუნდნენ, მაგრამ გმირებმა არ იციან სად არიან და როგორ დასვან თვითმფრინავი. სიცოცხლისთვის ბრძოლის დროს ემოციები კიდევ უფრო იძაბება, როდესაც ისინი საშინელი ქარიშხალის ეპიცენტრში მოხვდებიან…