სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი, სახელად დანი (მარიო კასასი) რამდენიმე წელი სიმსივნით დაავადებულ მამას უვლიდა, რომლის სიკვდილის შემდეგ, იგი ცხოვრების განახლებას და ხანგრძლივ მოგზაურობაში წასვლას გადაწყვეტს. მაგრამ მანამდე ის გამოსამშვიდობებლად წვეულებაზე წასვლის სახით საშინელ გადაწყვეტილებას მიიღებს. დანი იქ იდუმალი და სენსუალური, მაგრამ ამავე დროს არასტაბილური ხასიათის მქონე გოგონას, მილას გაიცნობს, რომელიც იმ ღამეს ნამდვილ კოშმარად აქცევს. გულუბრყვილო მთავარი გმირი მილას თავის სახლში ეპატიჟება, სადაც მოულოდნელად გოგონას მეგობარი ბიჭი გაფრთხილების გარეშე გამოჩნდება. ამ ოთხ კედელს შორის მომხდარი მოვლენები, დანის ისეთ რამეებზე გდახედვას აიძულებს, რასაც ის ვერასდროს წარმოიდგენდა, რაც საბოლოოდ მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის…