სკოტი შვიდი წლის იყო, როცა მისი მეხანძრე მამა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაიღუპა. ახლა იგი 25 წლისაა, რომელმაც ტატუირების ოსტატად გახდომის თავისი ოცნების დევნაში, ცხოვრებაში ვერაფერს ვერ მიაღწია, რომელიც, როგორც ჩანს ეს მისთვის მიუწვდომელ ოცნებად იქცა. მაშინ, როდესაც მისი ამბიციური უმცროსი და კოლეჯში მიდის, სკოტი სტეიტენ-აილენდში ჯერ კიდევ თავის მედდა დედასთან ცხოვრობს, და მთელ დღეებს უბნის ბიჭებთან – ოსკართან, იგორთან და რიჩისთან ერთად მარიხუანას მოწევაში და მათთან ურთიერთობაში ატარებს – და ბავშვობის მეგობარ კელსის ფარულად ხვდებ. მაგრამ ყველაფერი შეიცვლება, როდესაც მისი დედა, მეხანძრე რეისთან რომანს გააბავს, ეს მოვლენების ჯაჭვს გამოიწვევს, რომელიც ახალგაზრდა გმირს ცხოვრებაში წინსვლისთვის პირველი ნაბიჯების გადადგმას აიძულებს…