ნიკიტა, რუსული სპეცრაზმის ყოფილი მებრძოლია, რომელსაც ადგილობრივ ქარხანაში კერძო უსაფრთხოების ძალების განეიტრალებისთვის სხვა მაღალკვალიფიციურ მებრძოლებთან ერთად დაიქირავებენ, რათა მისმა საეჭვო დამქირავებელმა ქარხნის მეპატრონისგან ბიზნესის გამოძალვა შეძლოს. მაგრამ როდესაც აღმოჩნდება, რომ ქარხანა რეალურად საშიშ ადამიანს ეკუთვნის, რომელსაც რუსეთის არმიასთან აქვს კავშირი, მაღალკვალიფიციური მებრძოლების ჯგუფის გეგმა სისხლიან ხაფანგათ გადაიქცევა, რადგან მოულოდნელად ნიკიტა თავისი საიდუმლო მისიის მოწყობას და ამ ადამიანის წინააღმდეგ პირად შურისძიებას გადაწყვეტს…