სოკი სტეკჰაუზი სერიალის მთავარი გმირია, ის მიმტანად მუშაობს ლუიზიანას ერთ-ერთ ბარში. სოკი უჩვეულო ნიჭით არის დაჯილდოვებული - მას სხვისი ფიქრების ამოკითხვა შეუძლია. ერთხელაც მას სიმპათიური ვამპირი - ბილი ხვდება. სოკის ის შეუყვარდება და სასიკვდილო სატანჯველისგან იხსნის. ვამპირები ყველგან არიან, ყოველ კუთხეში, საწოლის ქვემოთ, ყოველ ბარში. ორიოდე წლის წინ მათ საკუთარი არსებობის შესახებ ღიად განაცხადეს და თავიანთი კონსტიტუციური უფლებების აღიარება მოითხოვეს. იაპონელებმა სპეციალურად შექმნეს ხელოვნური სისხლი, რათა ვამპირების ბუნებრივი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულიყო