ფილმი 2008 წლის აგვისტოს ომზეა. სცენარის ავტორი ირაკლი სოლომანაშვილია. მთავარ როლებში თამაშობენ მსახიობები: გიგა პიპინაშვილი, დათო ბახტაძე, თამუნა აბშილავა, მარიამ ჯიბლაძე. 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცა მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულის 17 ქართველი ჯარისკაცი. ფილმი მათ რეალურ ისტორიას ასახავს. ასევე, ცნობილია, რომ ფილმი საქართველოდან წელს ოსკარისთვის იბრძოლებს.