უხეირო მაგი, სახელად ხუანკინი ახალი და ყველაზე რთული ფოკუსის სწავლას გადაწყვეტს. ეს ადამიანის გაქრობის კლასიკური ნომერია, რომელიც პუბლიკას ყოველთვის ძალიან მოსწონდა. მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგება, როდესაც შოუს დროს ჯადოსნობის წყალობით, კოლუმბიაში ერთ-ერთი ყველაზე ძებნილი კრიმინალი კვალის გარეშე გაქრება. პრობლება ისაა, რომ ჯადოქარს მისი უკან დაბრუნება არ შეუძლია. შედეგად ხუანკინი რთულ ვითარებაში აღმოჩნდება და მაფიის და პოლიციის დევნის ობიექტი გახდება, რომლებიც მას ბოსების გატაცებაში და მაფიის დაცვაში ადანაშაულებენ…