სამუელი პარალიზებული ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც დედასთან, ელენასთნ, ერთად ერთ განცალკევებულ სახლში ცხოვრობს შუაგულ ტყეში. სამუელს სასტიკად ეკრძალება სახლიდან გასვლა, ამიტომაც მუდამ უკმაყოფილო და აგზნებულია. ერთხელაც დენიზს, ახალგაზდა გოგონას, შეხვდება და თავის თავში ძალასაც გამონახავს, რომ დედამისის შეძღუდვებს დაუპირისპირდეს და ნახოს ქვეყანაზე რა ხდება. ელენა ასე ადვილად არ გაუშვებს მას, და ყოველ ღონეს იხმარს, რომ თვისთან ახლოს ჰყავდეს. რატომ აიძულებს იგი სამუელს პატიმარივით იცხოვროს? რატომ ექცევა ასე სასტიკად დენისს? ნუთუ ეშინია, რომ იგი სამუელს გარე სამყაროს ნახვის სურვილს კიდევ უფრო გაუღვივებს?