2038 წელს მარტოხელა მამაკაცი ქალ ანდროიდთან ერთად ცხოვრობს, რომელიც ყველა მის სურვილს ასრულებს. ერთ დღეს, როდესაც ანდროიდის პროგრამა განახლდება და მას ,,ხელოვნური ემოციები" დაემატება, ანდროიდი ინტერესდება თუ რას ნიშნავს სიყვარული და პასუხად მხოლოდ იმას იღებს, რომ სიყვარული ყველაზე ცუდი რამაა, რაც ადამიანს შეიძლება დაემართოს. თუმცა როდესაც კაცს ლაქტას შოკოლადს გადასცემს და თხოვს მას აუღწეროს მისი გემო, რადგან თავად გასინჯვა არ შეუძლია, მამაკაცი იწყებს ისტორიის მოყოლას, რომელიც 2018 წელს ათენში დაიწყო.