მეუღლეებმა იუჯინ და მარგარეტ მონროებმა წარმოუდგენლად პოპულარული რელიგიური სატელევიზიო არხი შექმნეს, რამაც ისინი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ძლიერი მდიდარი ოჯახი გახადა. ცოლ-ქმარი და მათი ორი შვილი თაყვანისმცემელთა არმიისთვის, რომლებიც სატელევიზიო ქსელის საშუალებით გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას სიამოვნებით იღებენ, ერთგვარი სიწმინდისა და აღტაცების სიმბოლოები არიან. ციფრული გაყიდვების დაწყების ზღვარზე იუჯინი ალკოჰოლით და მეძავებით სავსე პირადი თვითმფრინავით ქვეყნის დედაქალაქში მიფრინავს, მაგრამ ფრენის დროს ძრავები მწყრობიდან გამოდის. იუჯინი ტრაგიკულად იღუპება (ყოველ შემთხვევაში ყველაფერი ასე ჩანს), ხოლო მისი ქვრივი და შვილები კანონიერ მემკვიდრეებად გახდმისთვის და გარაცვლილის ქონების განკარგვისთვის ემზადებიან. მათი ენთუზიაზმი სერიოზულ დარტყმას იღებს, როდესაც გარდაცვლილის ადვოკატი ანდერძს წაიკითხავს, რომელშიც როგორც ჩანს, აშკარა მემკვიდრეებთან ერთად, იუჯინს კიდევ სამი უკანონო შვილი ირიცხება. ოჯახის რეპუტაცია საფრთხეშია, კომპანიის აქციები ნებისმიერ დროს შეიძლება ფსკერზე დაეშვას, ამგვარად მარგარეტი ყველაფრეს გააკეთებენ, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოიცილოს მოულოდნელად გამოჩენილი მემკიდრები…