ძლივს გადაურჩებიან რა კორონა ზომბების კატასტროფას, თავქარიანი ამერიკელი ლამაზმანები ბარბი და კენდრა ჯერ კიდევ ებრძვიან თავიანთ ყველაზე ვერაგ მტერს - სოციალური დისტანცირებისგან გამოწვეულ მოწყენილობას. ქალები ძალიან დაინტერესდებიან ერთერთ არხზე გამავალი სატელევიზიო შოუთი მამაკაცისა და მისი ვეფხვების შესახებ. ეს ორი ქალბატონი სასწრაფოდ შეიმუშავებს გეგმას როგორ გადაარჩინონ თვით „ტაიგერ კინგი“. ამ მიზნით კი ლოს ანჯელესისი ბინიდან აფრიკის უდაბური ადგილებისკენ გაემგზავრებიან.