კატრინ ჰანრაჰანის ამავე სახელწოდების ცნობილი რომანის ეკრანიზაცია ახალგაზრდა გოგონას მარგარეტის (ალექსანდრა დადარიო) შესახებ, რომელიც ტოკიოში მიდის, სადაც დღისით სტიუარდესების მომზადების აკადემიაში ინგლისური ენის მასწავლებელად მუშაობს, ხოლო ღამით – მეგობრებთან ერთად იაპონურ დაივ ბარში სვამს და სექსის წყურვილის დასაკმაყოფილებად მამაკაცებს ეცნობა. შედეგად ცხოვრების მკაფიო გეგმის არ მქონე, მთავარი გმირი ნარკოტიკულ და სექსუალურ მორევში იკარგება. მაგრამ მას შემდეგ, რაც მარგარეტი იდუმალ იაკუძელ განგსტერს შეხვდება, მიუხედავად საფრთხეების და ტრადიციების, რომლებიც მათი ერთად ყოფნის შანსებს ამცირებს, ის მას სიგიჟემდე შეუყვარდება…