2014 წლის აგვისტოში მსოფლიო შოკში ჩავარდა, როდესაც შეიტყო, რომ რობინ უილიამსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ადამიანისთვის, ვინც ამდენი პოზიტივი მოუტანა მსოფლიოს, ეს მოულოდნელი დასასრული იყო. თუმცა მაშინ არავინ იცოდა მისი რეალური ამბავი: რობინმა - კაშკაშა, მხიარულმა, გონებამახვილმა ადამიანმა წააგო ბრძოლა ვერაგი დიაგნოზის - გონებისა და სხეულის დემენციის წინააღმდეგ. რობინმა შეიძლება დემენციასთან საბოლოო ბრძოლა წააგო, მაგრამ მან მიაღწია თავის ცხოვრებისეულ მიზანს - ხალხს ნაკლებად შეეშინდეს. ეს რობინის სურვილია.