სერიალი მთელ მსოფლიოში ცნობილი ფილმის “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” ერთგვარი პრიკველია, რომლის მთავარი გმირი ორიგინალური ფილმის ერთ–ერთი პერსონაჟი – ფსიქიატრიულ კლინიკაში მომუშავე ბოროტების განსახიერება, მედდა მილდრედ რეთჩიდი გახდება. მოვლენები 1947 წელს ვითარდება, როდესაც ახალგაზრდა მილდრედი ფსიქიატრიულ კლინიკაში დაიწყებს მუშაობას და თანდათანობით სასტიკ, უპრინციპო და დაუნდობელ მონსტრად გადაიქცევა, რომელიც თავის განყოფილებაში იდეალური წესრიგის დამყარებით გახდება ცნობილი. ყველა, ვინც ამ განყოფილებაში მუშაობდა და მკურნალობდა, სასჯელის შიშით ვალდებულნი იყვნენ, მის მიერ გამოგონილი წესები დაეცვათ. შედეგად ის თავისი პაციენტების დამცირებას და ტანჯვას დაიწყებს, რასაც მილდრედისთვის დიდი სიამოვნება მოჰქონდა.