ციხიდან განთავისუფლებიდან წლების შემდეგ სემ პარსონსი ცდილობს ცხოვრება ხელახლა ააწყოს თავის ცლთან, კორტნისათან და პატარა ჰარპერთან ერთად. ბევრს შრომობს ოჯახის სარჩენად და მშვენიერ სახლსაც ინახავს წყნარ გარეუბანში. როდესაც სახლში ზებუნებრივი მოვლენები დაიწყება და შეტევებშიც კი გადავა, სემს ცოლისა და ქალიშვილის უსაფრთხოების შეეშინდება და კორბინ კარლაისლისა და მისი რეალითი ტვ-ს აჩრდილებზე მონადირე ჯგუფს, სახელწოდებით „აჩრდილთა მკვლელები“ დაიქირავებს ამ ბნელ არსებასთან ბრძოლაში რომ დაეხმარონ.