სამეცნიერო ფანტასტიკური სერიალი, რომელშიც მოვლენები შორეულ მომავალში ვითარდება, როდესაც ომების შედეგად დედამიწა განადგურდება. გადარჩენილი ადამიანები ერთ-ერთი შორეული იდუმალი და შეუსწავლელი პლანეტის კოლონიზირებას მოახდენენ, სადაც ორი ადნროიდი, “მამა” და “დედა” ადამიანის პოპულაციის აღდგენას ცდილობენ, რომლებსაც ბავშვების აღზრდა დაევალებათ. მაგრამ პლანეტაზე ადამიანთა კოლონიის ზრდასთან ერთად მისი მოსახლეობა უფრო და უფრო მეტს ფიქრობს საკუთარი წარმოშობის შესახებ და რელიგიური განსხვავებების გამო ერთამენთს უპირისპირდებიან. ამრიგად, ანდროიდებს ახალი მისია უჩნდებათ – ახლა მათ ადამიანის რწმენა უნდა გააკონტროლონ, თუმცა მალე ხვდებიან, რომ ადამიანების რწმენის კონტროლი რთული და მზაკვრული ამოცანაა…