როდესაც სერიოზულად დაავადებულ თინეიჯერ მილას, სიგიჟემდე უყვარდება ნარკოტიკებით მოვაჭრე მოსე, მისი მშობლების ცხოვრება ნამდვილ კოშმარად იქცევა. მაგრამ როდეასც ყველა გააცნობიერებს, რომ ეს ყევლაფერი მილას ცხოვრების ხალისსა და ბრძოლისუნარიანობას მატებს, ტრადიციები და მორალი უკანა პლანზე ინაცვლებს. მილას წყალობით, მშობლები, მოსე, მგრძნობიარე მუსიკის მასწავლებელი, მისი შვილი და ორსული მეზობელი - ყველანი ისწავლიან ისე ცხოვრებას თითქოს არაფერი აქვთ დასაკარგი. ფილმი გვიჩვენებს თუ რა კარგია იყო ჯერ კიდევ ცოცხალი და რამდენად შორს შეიძლება სიყვარულით წასვლა.