ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით გადაღებული კრიმინალური დრამა, მისისიპის პატარა ქალაქში მდებარე სტრიპტიზ–კლუბის, სახელწოდებით “ბინძური დელტას” და იქ მომუშავე უსირცხვილო ქალების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ, რომელსაც ყოველდღე ჭრელი აუდიტორია – უიმედო, დაკარგული, გულგატეხილი, მხიარული და საძაგელი ადამიანები სტუმრობენ, სადაც ისინი ბოძის გარშემო ოსტატურად ცეკვავენ და ტრიალებენ, ხოლო დანარჩენები მათ გარშემო დაყიალობენ. სერიალი აფრო–ამერიკელი მოცეკვავეების ბნელ ცხოვრებას გვიჩვენებს, რომელთათვის ის რაც კლუბში და მის გარეთ ხდება ერთმანეთში ირევა. უზნეო პოლიტიკოსები, გაუმაძღარი სპოტსმენები და კრიმინალური ბოსები, რომლებიც ფულის საშვალებით გართობას ცდილობენ, ძუნწი სტუმრები არიან – რომელთა დანახვაზე მოცეკვავეებს ბოძის გარშემო ტრიალის გარეშეც ეხვევათ თავბრუ. მათ კლუბიდან წასვლა არ შეუძლიათ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ღრმა ფინანსურ ხვრელში აღმოჩნდებიან. “ბინძურ დელტაში” მუშაობა, რომელშიც ფული მისისიპის მდინარეს მსგავსად მიედინება – მათთვის ერთადერთი შანსია, რომ არ მოხვდნენ იმ ადგილას, რომელსაც გმირები თავდაუზოგავად გაურბიან…