ვიზუალური ალბომი ბიონსესგან, რისი შთაგონების წყაროც იყო „მეფე ლომი“. ჩანაწერისთვის ვიზუალური მასალა სამხრეთ აფრიკაში, დასავლეთ აფრიკაში, ბელგიაში, ლოს ანჯელესში, ნიუ იორკსა და ლონდონში გადაიღეს. ალბომში ვიხილავთ ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიც არიან: ჯეი ზი, კელი როულენდი, ნაომი კემპბელი და ფარელ უილიამსი.