ფრანჩესკო და ქლაუდია ახალგაზრდები, ლამაზები და წარმატებულები არიან - ისინი ერთმანეთს არაფერს არ უმალავენ. მათ უყვართ მხიარულად დროის გატარება ისე როგორც პატარა ბავშვებს. ქლაუდიას ფრანჩესკოს სახლის გასაღებიც აქვს სადაც როცა უნდა მაშინ შეიხედავს. ერთხელაც გოგონა გაიცნობს ჯოვანის რომელიც დიდი მონდომებით დაიწყებს მის მიმართ სასიყვარულო ინტრიგების გაბმას, ხოლო ცოტა ხანში ცოლობასაც სთხოვს.