მოვლენები ანტარქტიდის შორებულ პოლარულ სადგურზე ბნელი არქტიკური ღამის და ყინულოვანი ქარით გაჟღენთილი უსაზღვრო თოვლიანი სივრცის ფონზე ვითარდება. სამხრეთ პოლუსზე ზამთარი დგება და მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მზე ქრება. პატარა გუნდი, რომლებიც საკუთარ თავს მოზამთრეებს უწოდებენ, არქტიკულ კვლევით სადგურში რჩებიან, რათ მათი ინოვციური კვლევები გააგრძელონ. გმირების სამუშაო კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია. გაზაფხულის დაწყებისთანავე, იოჰან ბერგი კვლევით სადგურში ჩადის, რომელმაც ხელმძღვანელობა უნდა ჩაიბაროს. თუმცა, მოულოდნელად აღმოჩენს, რომ ჯგუფის ყველა წევრი გარდაცვლილი ან დაკარგულია. მკვლელი სადღაც ახლოს არის და ასევე იოჰანის მეუღლე ანიკა გაქრა. ახლა თუ მთავარ გმირს მისი გაუჩინარებული მეუღლის ცოცხალად პოვნას სურს, მას ახალგაზრდა ექიმის, მეგის ნდობა მოუწევს, რომელიც აშკარად ერთადერთია, ვინც მთელი გუნდიდან გადარჩა. მაგრამ ეს ნამდვილად ასეა? იქნებ მათ გვერდით არის ვიღაც…