ფილმი ისლანდიის პატარა ქალაქში მცხოვრები უიღბლო დამწყები მუსიკოსების ლარს ერიქსონის (უილ ფარელი) და სიგრიტ ერიქსდოტერის (რეიჩელ მაკადამსი) შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც საესტრადო სიმღერების ცნობილ საერთაშორისო სატელევიზიო კონკურსზე მათი დუეტით “ცეცხლოვანი საგა” გამარჯვებას ოცნებობენ. მაგრამ თავიდან გმირებს თავიანთი თანამემამულეების მხრიდან გაუგებრობის, ხოლო შემდეგ, როდესაც მათ “ევროვიზიაზე” გამოსვლის შესაძლებლობა გაუჩნდებათ, სხვა შემსრულებლების მხრიდან დაცინვის გადალახვა მოუწევთ. თუმცა ლარსი და სიგრიტი საბოლოოდ დაამტკიცებენ, რომ ევროპულ სცენაზე “ცეცხლოვან საგაზე” უკეთესი არავინ არის…