ფილმი უდაბნოში დაიკარგული და გადარჩენისთვის მებრძოლი, ახალგაზრდა ამერიკელი შეყვარებული წყვილის საშინელ ამბავს მოგვითხრობს. უეიდი და ლიზა დასვენების და მათი რომანის გადარჩენის იმედით ავსტრალიაში მიემგზავრებიან. მაგრამ მათი დასვენება ჯოჯოხეთად იქცევა, როდესაც ახალგაზრდა წყვილი ცხელი კონტინენტის სირღმეში მდებარე შორეული უდაბნოების (ავსტრალიელები, ამ ადგილებს აუთბექს უწოდებენ) მიმართულებით მანქანით წასვალს გადაწყვეტენ, სადაც მალე უასფალტო გზებზე არასაიმედო GPS–ით მიმავალი გმირები ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. უკიდურესობამდე მისული, უეიდი და ლიზა მანქანას ტოვებენ და ახალი მარშრუტის მოსაძებნად ფეხით მიდიან. თუმცა, როცა დაღამდება გველებით, მორიელებით და გარეული ძაღლებით გარშემორტყმული, საკვების, წყლის ან იარაღის გარეშე იძულებულნი ხდებიან ღამე ბუქებში გაატარონ. ახლა ისინი ერთმანეთს უნდა დაეყრდნონ, რათა ავსტრალიის მკაცრ და დაუნდობელ უდაბნოში გადარჩნენ…