მაფიის ბოსთან, ბარბოსასთან და მის ბანდასთან დაპირისპირებაში სიკვდილს გადარჩენილი ვალების შემგროვებლები ფრენჩი და სიუ კვლავ აგრძელებენ იმის კეთებას, რაც მათ ყველაზე კარგად გამოსდით – თავის ქალების და ძვლების მტვრევა და მევალეების დევნა, რომლებსაც მათი ბოსის ტომის ვალი აქვთ. ერთ დღეს გმირებს ლას-ვეგასში აგზავნიან, რათა კაზინოს არაკეთილსინდისიერ მფლობელს ვალი გამოართვან, რომელიც, როგორც გაირკვევა, სიუს გაბოროტებული ყოფილი შეყვარებულია. მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგება, როდესაც მოულოდნელად ბარბოსას ნარკობარონი ძმა გამოჩნდება, რომელსაც შურისძიება და ფრენჩის და სიუს სიკვდილი სწყურია…