თავის საქმროსთან ტრამვული დაშორების შემდეგ, გრეის ქროუფორდი თავშესაფარს ოჯახის ერთ შორეულ, მიყრუებულ სახლში ჰპოვებს. ვიდრე სახლამდე მიაღწევს, რომელშიც ახლა მისი და ქეთრინი ცხოვრობს, გრეისი ერთ იდუმალ უცნობს შეხვება. დების კვლავ ერთად შეყრა თავდაპირველად დიდი ბედნიერებაა, თუმცა მალე ნათელი გახდება, რომ ქეთრინი შიზოფრენითაა დაავადებული, ისევე როგორც მათი აწ გარდაცვლილი დედა, რომელმაც სიიცოცხლე მოისწრაფა. გრეისი იძულებულია ამას შეეგოუს, თუმცა ამასობაში ფარდას ახდის ქეთრინის ქალიშვილის საშინელ საიდუმლოებას და უკვე თავად აღარ იცის, სრულ ჭკუაზეა თუ არა. დის ქცევა თანდათან უფრო უცნაური და ახირებულია, გრეისს კი უწევს იბრძოლოს ოჯახისა და თავის გადასარჩენადაც, სანამ ძალიან გვიან არ არის.