პროფესიონალ დაქირავებულ მკვლელს იაპონიაში საქმეზე დაუძახებენ. როდესაც ვითარება აირევა, მას გაქცევა უწევს. მძიმედ დაჭრილი ლტოლვილი თავშესაფარს პატარა ქალაქის უდაბურ ნაწილში პოულობს. ახალგაზრდა ბიჭს მისთვის წყალი და ტანსაცმელი მიაქვს. ლონგი ნახევრადდანგრეულ სახლში დასახლდება, სადაც ის საჭმელს ამზადებს რვა წლის იუნისთვის. იუნის დედა ლილი - ნარკომანია და ლონგის მსგავსად, ისიც ტაივანიდანაა. ლონგის კულინარიული სასწაულების შესახებ ხმა მალე ვრცელდება უბანში და ლონგის მეზობლები მას საკვებ ობიექტს უხსნიან…