დრამატული სერიალი, სადაც მოვლენები ოცდაათი წლის წინ ბასკეთის ქვეყანაში ვითარდება, რომელსაც ეტა-ს სეპარატისტული ტერორიზმი ემუქრება და ძალადობრივი კონფლიქტით გაყოფილი ორი ოჯახის თვალით დანახულ ამბავს მოგვითხრობს. ბიტორის და მისი ოჯახის ცხოვრება დაიმსხვრევა იმ დღეს, როდესაც ეტა მის მეუღლეს მოკლავს. შედეგად ბიტორი მის ახლო მეგობართან მიერნთან ურთიერთობას წყვეტს, რომლის ვაჟი ეტა-ს გუნდის წევრია. ახლა ორივე ოჯახის წევრები იძულებულნი არიან ყოველდღე მწუხარებას და მორალურ წინააღმდეგობებს გაუმკლავდნენ, სანამ მათ გარშემო ცხოვრება გრძელდება. მაგრამ შეძლებენ თუ არა ისინი ოდისმე პატიებას, თავიანთი უთანხმოების გვერძე გადადებას და წინსვლას?