მოვლენები პოსტ-აპოკალიფსურ მომავალში აფრიკის რესპუბლიკაში ვითარდება. დედამიწაზე უცხოპლანეტელების შემოჭრის შემდეგ, ადამიანები მთელს მსოფლიოში წინააღმდეგობის გაწევას შეეცადებიან. მაგრამ უთანასწორო ომში კაცობრიობა გადაშენების პირას აღმოჩდება. თუმცა ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ აპირებენ დანებებას, ისინი ბრძოლას არა მხოლოდ საკუთარი სიცოცხლისთვის აგრძელებენ არამედ ასევე ერთადერთი სახლისთვის – პლანეტა დედამიწა. სიუჟეტის ცენტრში ორი ასეთი ადამიანია, ერთ-ერთი მათგანი ამერიკელი ჯარისკაცია, მეორე კი ახალგაზრდა ფრანგი ქალია. ბედმა ისინი ერთმანეთს დააკავშირა, ახლა კი იძულებულნი არიან თვშესაფარი მოძებნონ. მაგრამ მათი კავშირი მალე გაწყდება, რადგან ისინი თვშესაფარს განადგურებულ მსოფლიოში ეძებენ…