ყურადღების ცენტრშია პარიზში მცხოვრები პატარა ოჯახი, რომლებიც უიმედოდ ცდიობენ საშინელ კატასტროფას გადაურჩნენ მას შემდეგ, რაც მიწისძვრის შედეგად, მთელი ქალაქი იდუმალ სქელ ნისლში ჩაიძირება, რომელიც ყველა ცოცხალს ადგილზე კლავს. გადარჩნილები სუფთა ჰაერის ძიებაში თავშესაფარს შენობების ზედა სართულებზე და სახურავებზე პოულობენ. ინფორმაციის, ელექტროენერგიის, საკვებისა და წყლის გარეშე დარჩენილი, ახალგაზრდა ოჯახი, 11 წლის ქალიშვილთან ერთად, რომელიც განუკურნებელი სენით არის დაავადებული, გადარჩენისთვის მთელი ძალებით იბრძვიან. მაგრამ დრო გადის, და ნათელი ხდება, რომ დახმარება არ მოვა. და ახლა მათი ქალიშვილი, რომ გადაარჩინონ და ამ კატასტროფიდან ცოცხლები გავიდნენ, მათ გარისკვა და სასიკვდილოდ სახიფათო ნისლში დაშვება და გავლა მოუწევთ…