რომანტიკული კომედია ორ მორალურად გატეხილ ადამიანზე – ფრენკი და ლინდსი, რომლებიც ერთმანეთს ერთი და იგივე ქორწილში მიმავლები გზაში გაიცნობენ და სრულიად შემთხვევით ერთი და იმავე თვითმფრინავში, ტაქსში, მეზობელ ოთახებში და ქორწილის მაგიდასთან ერთად აღმოჩნდებიან. გმირები ქორწილში სტუმრების იმ კატეგორიიდან არიან, რომლებსაც არავინ არ აქცევს ყურადღებას. მართალია ისინი უკვე ერთმანეთს შესამჩნევად აღიზიანებენ, მაგრამ წასასვლელიც არსად არ აქვთ, და მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მათგანი არ არის მზად რომანტიული ურთიერთობის დაწყებისთვის, და გმირების ჯიუტი წინააღმდეგობის მიუხედავდ, მათ შორის მაინც იღვიძებს გრძნობები…