ფსიქოდელიური საშინელებათა თრილერი, სადაც მოვლენები 1983 წელს ხისმჭრელი რედი მილერის გარშემო ვითარდება, რომელიც ქალაქგარეთ ტყესთან ახლოს თავის შეყვარებულთან – მხატვარ მენდი ბლუმთან ერთად მშვიდად და შეუმჩნეველად ცხოვრობდა. მაგრამ ერთ დღეს წყვილის მშვიდობიანი ცხოვრება დასრულდება, როდესაც მათ მახლობლად იერემიას კულტის წარმომადგენლები დასახლდებიან. მალე სექტის ბოროტი ლიდერი ჯოჯოხეთური ბაიკერების ბანდას მენდის გატაცებას უბრძანებს, რომლებიც გოგონას ნარკოტიკებით გააბრუებენ და რიტუალურ კოცონზე დაწვით, მისი მსხვერპლად შეწირვას დააპირებენ. სასოწარკვეთილი რედი შურისძიებას გადაწყვეტს, და ბენზოხერხით და სხვა ხელნაკეთი საშვალებებით შეიარაღებული, საშიშ რელიგიურ ფანატიკოსებთან შესახვედრად წავა…