რეი ბრედბერის კლასიკური ანტიუტოპიური-რომანის ახალი კონოადაპტაცია, რომელიც მომავლის ტოტალიტარულ მსოფლიოზე მოგვითხრობს, სადაც “ბედნიერების, მშვიდობის და თანასწორობის გამო” ყველა წიგნი მეხანძრეთა სპეციალური რაზმის მეშვეობით ცეცხლით ნადგურდება, რათა ჩაახშონ ადამიანების დამოუკიდებელი აზროვნება და საზოგადოების აქტივობა, ხოლო წიგნების მიმართ ინტერესი და მათი შენახვა კანონით ისჯება. ერთ-ერთი ასეთი “მეხანძრე” გაი მონტეგი, უცნაურ ახალგაზრდა გოგონას შეხვედება და იატაკქვეშა ამბოხებულების შესახებ გაიგებს, რომელთაგან თითოეული ყველა წიგნის შინაარს ზეპირად იმახსოვრებს, რათა ქაღალდის გამოყენების გარეშე შეძლონ წიგნის შინაარსის შენახვა. მთავარი გმირი თავის სამსახურისადმი დამოკიდებულებას გადახედავს და ამ სასტიკი სისტემისგან გაქცევას გადაწყვეტს, რომელიც თავად ემსახურებოდა…