ფილმის სიუჟეტი დაფუძნებულია ნიკოლას დევიდოფის ბესტსელერზე, რომელიც ეძღვნება დიპლომირებულ იურისტს, პოლიგლოტს და ერუდიტს მორის “მო” ბერგის, რომელმაც ბეისბოლის გუნდში “ჩიკაგო უაით სოქსი” კეტჩერის პოზიციაზე 15 წელი ითამაშა. თუმცა სპორტულ კარიერას ბერგი მხოლოდ საფარად იყენებდა, რადგან იგი პარალელურად CIA-ის სტრატეგიული სამსახურის სამმართველოში ჯაშუშად მუშაობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ბერგი აშშ-ს ყველაზე მნიშვნელოვან ოპერაციაში იღებს მონაწილეობას, იგი ევროპელი მეცნიერებისაგან ინფორმაციას აგროვებდა და ამით დაეხმარება შტატებს ბირთვული იარაღით შეიარაღების რბოლაში გერმანიასთან უპირატესობის მოპოვებაში…