ჯაშუშური ექშენ-თრილერი, რომელშიც მოვლენები გასული საუკუნის 80-იან წლებში ლიბანის დედაქალაქში ბეირუთში სამოქალაქო ომის დროს ვითარდება. ყოფილი ამერიკელი დიპლომატი მეისონ სკაილზი იძულებულია მთავრობის მოთხოვნით სამსახურს დაუბრინდეს. მის წინაშე, რთული ამოცანაა, ლიბანელი ბოევიკების ტყვეობიდან დაიხსნას მისი დიდი ხნის მეგობარი და კოლეგა. მას ამაში აშშ-ის საელჩოში მომუშავე CIA-ის საიდუმლო აგენტი ეხმარება. თუმცა სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს და მოტივებს მატებს ის ფაქტი, რომ ეს ბოევიკები ასევე ეჭვმიტანილები არიან მთავარი გმირის ოჯახის მკვლელობაში…