ვიკი, ახალგაზრდა ვიკინგია, რომელიც ვიკინგებთან ერთად თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაზე ოცნებობს. მაგრამ მისი მამა, ჰალვარი თვლის, რომ ის ასეთი საშიში მოგზაურობისთვის ძალიან სუსტია. როდესაც ვიკის დედა, ილვა, ლოკის ჯადოსნური მახვილით შემთხვევით ოქროს ქანდაკებად გადაიქცევა, ახალგაზრდა გმირს და მის მამას ქვეყნის დასალიერში მჭედელ ლოკისთან წასვლის გარდა სხვა გზა აღარ დარჩებათ, რათა მახვილი გაანადგურონ და ილვას სიცოცხლე დაუბრუნონ. ახლა მოულოდნელობებით და საფრთხეებით სავსე, ამ მოგზაურობის დროს, ვიკი ყველას დაუმტკიცებს, რომ იგი ნამდვილი ვიკინგია…