მოვლენები წარმოუდგენელ უახლოეს მომავალში ვითარდება, როდესაც ადამიანები, რომლებიც სიკვდილის პირას აღმოჩნდებიან, საკუთარი ვირტუალური სამყაროს არჩევანის შესაძლებლობა მიეცემათ, სადაც ისინი შემდეგ პერსონაჟების სახით “აიტვირთებიან”. აქ ყველაფერია, რაზეც თქვენ ცხოვრებაში ოცნებობდით – საყვარელი ადამიანები, შინაური ცხოველები, საუკეთესო სახლი და მანქანები. მთავარი გმირი, სახელად ნორა – ბრუკლინში ცხოვრობს და გარდაცვალილი კლიენტებისთვის მდიდრული ვირტუალური ცხოვრების მომსახურეობის კომპანიაში “Lakeview” მუშაობს. მაგრამ, როცა მისი მეგობარი ბიჭი, ნათანი ავარიაში მოხვდება, გოგონა მისი გონების ატვირთვას თავის VR-სამყაროში გადაწყვეტს…