პოსტ-აპოკალიფსური თრილერი მამაკაცზე სახელად ენდი, რომელიც ზომბების თავდასხმის დროს მეუღლეს დაკარგავს და დაინფიცირდება. დაღლილი, დაუძლურებული, ფეხზე ძლივს მდგარი ენდი შეუჩერებლივ მოძრაობს. ამ განწირული მოგზაურობის საბილოო მიზანი ენდისთვისაც კი უცნობია, მაგრამ ის ვალდებულია განაგრძოს გზა, რადგან მას მხრებზე პატარა ტვირთი აწევს – მისი ერთი წლის ქალიშვილი, უკანასკნელი იმედი და სიხარული. რომ გადაარჩინოს და იპოვოს ადგილი სადაც მისი ქალიშვილი უსაფრთხოდ იქნება, ამისთვის მას მხოლოდ ორი დღეს აქვს, შემდეგ კი შეშლილ ზომბად გადაიქცევა. ერთადერთი რამ, რაც მთავარ გმირს აიძულებს სასოწარკვეთილმა ხელი არ ჩაიქნიოს, მომავლის იმედის თავლით ყურება და სიარულის გაგრძელებაა. წინ სიარული სამყაროში, სადაც ქუჩებს მოსიარულე მკვდრები აკონტროლებენ, ხოლო იშვიათად შემხვედრი ადამიანები, კიდევ უფრო სახიფათონი არიან, მაგრამ ენდის სხვა არჩევანი არ აქვს: უკან – ჯოჯოხეთია, წინ – სავარაუდოდ, ასევე ჯოჯოხეთია. მაგრამ ენდიმ ესეც უნდა დაძლიოს – ასეთია მშობლის ტვირთი და ენდიმ იქამდე უნდა ატაროს ეს ტვირთი, სანამ მის გულში ჯერ კიდევ არის იმედის ნაპერწკალი, სანამ არ გამქრალა რწმენა და შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელი ძალა…