სერიალი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული და ექიმ პიერო დანტე პიჩონის შესახებ მოგვითხრობს. ანდრეა ფანტი ტვინის ტრავმული დაზიანების გამო თავისი ცხოვრების ბოლო თორმეტი წლის მეხსიერებას კარგავს, და პირველად ის უკვე არა ბრწყინვალე და ავტორიტეტული ექიმი, არამედ კლინიკის უბრალო პაციენტი გახდება. მთავარი გმირი უცნობ სამყაროში ხვდება, რომელშიც მისი ახლობლები მოულოდნელად უცნობები ხდებიან, ხოლო საავადმყოფო ერთადერთი ადგილია, სადაც იგი თავს გრძნობს ისე როგორც საკუთარ სახლში. ამნეზია ანდრეას ცხოვრების ნულიდან დაწყების და ახალი ურთიერთობები დამყარების საშუალებას აძლევს, და ცდილობს გაიგოს ვინ იყო იგი მისი ცხოვრების ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში, რათა წარსულის შეცდომები გამოასწოროს…