სტუდია მარველის კინოსამყაროს ოცდამეოთხე და მეოთხე ფაზის პირველი ფილმი, რომელიც სუკ-ის ყოფილი აგენტის და “შურისმაძიებლების” ელიტარული გუნდის წევრის, ნატაშა რომანოფის (სკარლეტ იოჰანსონი) ამბავს მოგვითხრობს და ნათელს ჰფენს მის იდუმალ ბიოგრაფიას, რომელმაც თავისი სიძლიერე და შესაძლებლობები პრეპარატის – “სუპერ ჯარისკაცის შრატის” საბჭოთა ანალოგის დამსახურებით მიიღო, რომელმაც თავის დროზე სუსტი სტივ როჯერსი ძლიერ კაპიტან ამერიკად აქცია. საბოლოოდ საიდუმლო ექსპერიმენტების სერიის შემდეგ, ნატაშამ წარმოუდგენელი ძალის, სიჩქარის და სიმარჯვის მიღება შეძლო. ფილმში მოქმედება “კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომში” მომხდარი მოვლენების შემდეგ ვითარდება, როდესაც ნატაშას წარსულის შეცდომები და მისნაირი პროფესიონალი მკვლელების და ჯაშუშების შექმნის პროგრამა – “წითელი ოთახი” შეახსენებს თავს. მთავარი გმირი სამშობლოში მიდის, სადაც ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს პასუხი აგებინოს ადამიანებს, რომელთა ძალისხმევით იგი ქვრივი გახდა…